პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „ფორმულამ" გადაკვეთეს წითელი ხაზები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა დღეს წერილობით განუმარტა მედიის საშუალებებს, რატომ არ დაპატიჟეს 17 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართული ღონისძიების გასაშუქებლად ტელეკომპანიები „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“. „მთავარ არხს", „ტვ პირველს" და „ფორმულას" არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „ფორმულამ" გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს და დღესაც ასე მოიქცა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტი 1050 სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი და მახათას მთაზე 39 შვიდსართულიანი კორპუსის აშენებას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის დასრულება 2022 წლის ზაფხულში იგეგმება. ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით თბილისში დღეს მორიგი აქცია გაიმართება თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ დღეს 18 საათზე მედიასაშუალებების ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ 5-6 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში მომხდარი ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები. მედიის სოლიდარობის პირველი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 11 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხონით მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის წინ 12 ივლისსაც შეიკრიბნენ. 13 ივლისს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს კი პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, TV პირველმა“, „ფორმულამ“ და "კავკასიამ“. ასევე ნახეთ მედიამენეჯერების განცხადებების გამო შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ არხებს კომენტარზე უარს ეუბნება "მთავარ არხს&q...
წყარო

Vika

ბათუმი
  • 4 თვის წინ
  • VIP

❤ლილი❤

თბილისი
  • 4 საათის წინ

Naniko

თბილისი
  • 10 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 11 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 19 საათის წინ

Lenka

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 6 დღის წინ

Olichka

თბილისი
  • 11 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 17 საათის წინ

M i a k o

თბილისი
  • 16 საათის წინ