ნიკა მელია – ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა

ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც რუბიკონი გადალახა და დაუპირისპირდა კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით მთელს საერთაშორისო საზოგადოებას. ფაქტობრივად, მათ განაცხადი გააკეთეს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს „ხელისუფლება წააგებს“, რადგან დაუპირისპირდა ყველას – როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. „სამართლიანი საზოგადოებრივი და საერთაშორიო პროტესტი არ მინელდება, პირიქით, უფრო გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. უნდა გადადგეს ბატონი ღარიბაშვილი და გომელაური, თუ ამ ნაბიჯებს არ გადადგამენ – მათთვისვე უარესი. თუ ღარიბაშვილს მოხსნიან, მთელი ეს ძალადობრივი ინფრასტრუქტურა, რომლის სათავეშიც დგას თავად ღარიბაშვილი, ჩამოეშლებათ, ამის გარეშე „ოცნება” არის განეიტრალებული და ეს მათ იციან. თუ ღარიბაშვილი არ გადადგება, მასთან ერთად საარჩევნო კამპანიის წარმოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათთვისაც კი. როგორც მოიქცევიან მათი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს ეს ხელისუფლება წააგებს, რადგან დაუპირისპირდა ყველას, როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ამიტომ, ელემენტარული ადამიანური და პროფესიული სინდისი რომ ჰქონდეთ ამ ადამიანებს, უკვე უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამენ”, – აღნიშნა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას თქმით, წინა ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, როდესაც ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში „ჩაიდინა სისულელე“ და მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია, „თუმცა ამ ხელისუფლებამ გააკეთა კიდევ უფრო უარესი, როდესაც მთელს ჟურნალისტთა ოჯახს ფიზიკურად დაუპირისპირდა“....
წყარო

Lile

თბილისი
  • 2 საათის წინ

Viktorya

თბილისი
  • 12 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 3 დღის წინ

Dako

გორი
  • 20 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 9 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 8 საათის წინ

Марина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ananoo

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nica

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 1 საათის წინ

Irina

თბილისი
  • 1 დღის წინ