დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნაზე: ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მის პუნქტებზე თანხმობას ნიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი 19 აპრილის შეთანხმებაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული ჩანაწერის მმართველი პარტიის მიერ შეუსრულებლობის საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ შეთანხმების ხელმოწერა მასში მოცემულ პუნქტებზე თანხმობას ნიშნავს. კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნები სასამართლოს რეფორმის დასრულებამდე უნდა შეჩერდეს: “19 აპრილის შეთანხმება ცხადად და აშკარად ამბობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ გაიმართება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული განხილვები, რომელიც ამბიციურ სასამართლო რეფორმას მოიტანს. არ ყოფილა არც ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესი, არ ყოფილა არც სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, ამიტომ სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ ვფლობ ინფორმაციას არანაირ გვერდით შეთანხმებასა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე და ვიცი მხოლოდ ის, რაც დოკუმენტში წერია და რასაც ხელი მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 19 აპრილს. როგორც ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას აწერ ხელს, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასშია მოცემული“, - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან კომენტარში 17 ივლისს, USAID YES-Georgia-ს პროგრამის ორგანიზებით გამართულ 100 ქალი მეწარმის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ მოლაპარაკებების დროს შეთანხმებიდან მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული ჩანაწერი ამოეღო, თუმცა მან ეს არ გააკეთა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეუჩერებლობა წინააღმდეგობაში არ მოდის 19 აპრილის მიშელის დოკუმენტის სახელით ცნობილ შეთანხმებასთან და პირიქით, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა. ასევე ნახეთ „ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდა“ - „ქართული ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კრიტიკას პასუხობს ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე ამერიკისა და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მომისმენია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 16 ივლისს გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც ღრმა იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის დანიშვნის ფაქტით და საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. ე...
წყარო

Lizuka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Катя

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 14 საათის წინ

Salita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Matilda

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 6 დღის წინ
  • VIP

Maka

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 8 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 13 წუთის წინ

Lenka

ბათუმი
  • 1 საათის წინ