შარლ მიშელი: ევროკავშირს უფრო აქტიური მონაწილეობა სურს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის დამყარებაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, შედგა მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. შარლ მიშელთან შეხვედრაზე ფაშინიანი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოთქმული წინადადება საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებში დამკვირვებლების განთავსების თაობაზე. სომხეთის მთავრობის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მხრიდან ახლახან გააქტიურებულ აგრესიულ რიტორიკას, რაც, მისი თქმით, მოწმობს, რომ აზერბაიჯანი არ არის მზად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, სომეხი ტყვეების დაბრუნება. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგიონში სტაბილურობის დამყარებაში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 13 აპრილის განცხადების მნიშვნელობას და მასში გამოთქმულ პრინციპებს, რომელთა ჩარჩოშიც უნდა განხორციელდეს კონფლიქტის სრული და საბოლოო გადაჭრა, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის ჩათვლით. შარლ მიშელი თვლის, რომ აუცილებელია ტყვეთა დაბრუნების უზრუნველყოფა, აგრესიული რიტორიკისგან თავის შეკავება. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს დიალოგს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის თაობაზე. 19 ივლისს შარლ მიშელი საქართველოს, ბათუმს ესტუმრება, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად. ვიზიტის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე. ...
წყარო

Naniko

თბილისი
  • 8 საათის წინ

Dea

თბილისი
  • 10 დღის წინ
  • VIP

Tata

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Alina

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 12 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 10 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 4 დღის წინ
  • VIP

♥eleniko♥

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ina

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Mopereba

თბილისი
  • 53 წუთის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ