რუსული ონლაინთამაშის გვერდზე გამოაქვეყნეს საიდუმლო ინფორმაცია ბრიტანეთის ტანკის შესახებ

გეიმერმა, რომელიც საკუთარ თავს ბრიტანული ტანკის, "ჩელენჯერ 2"-ის მეთაურს უწოდებს, რუსული ონლაინ ვიდეოთამაშის გვერდზე გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტაცია. ამ სახით მას სურდა დაემტკიცებინა, რომ თამაშის ავტორები ტანკს სათანადოდ არ აფასებენ და ის რეალობაში უკეთესია, ვიდრე თამაშში. ამის შესახებ იუწყებიან ბრიტანული გამოცემები, ჟურნალი PCGamesN-ი და ბლოგი UK Defence Journal-ი. ინციდენტი მოხდა თამაშის, War Thunder-ის ფორუმზე. ამ თამაშის მოთამაშეებს შეუძლიათ ინტერნეტში ერთმანეთს შეებრძოლონ სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა ეპოქის შეიარაღებით. ფორუმის მომხმარებელმა, რომელიც თავს "ტიდვორტს" უწოდებს, განაცხადა, რომ თამაშის ავტორები სათანადოდ არ აფასებენ "ჩელენჯერ 2"-ს და ამის დასტურად ატვირთა ტექნიკის მოხმარების სახელმძღვანელოს გვერდების ასლები. ზოგიერთი გვერდი რედაქტირებული იყო, ტექსტი, რომელიც ტანკის მახასიათებლებს არ ეხებოდა, შავად იყო შეღებილი. ფორუმზე "ტიდვორტის" პროფილში ნათქვამია, რომ უწინ ის მსახურობდა ბრიტანეთის ქვედანაყოფში, რომელიც შეიარაღების გამოცდაზე იყო პასუხისმგებელი. UK Defence Journal-ი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის ქალაქ ტიდვორტში განთავსებულია მსოფლიოში უძველესი სატანკო ძალების ფორმირების ბაზა - სამეფო სატანკო პოლკის, რომელიც "ჩელენჯერებს" იყენებს. ფორუმის ადმინისტრატორმა დოკუმენტი წაშალა. როგორც მოდერატორმა მოგვიანებით აღნიშნა, კომპანიას აქვს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი დასტური, რომ ინფორმაცია გასაიდუმლოებული რჩება და მის გამავრცელებელ პირს ბრიტანეთის კანონმდებლობით 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯერჯერობით არ იუწყებიან, დაუკავშირდა თუ არა სამინისტრო კომპანიას ფორუმის მომხმარებლის ვინაობის დასადგენად. ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 29 წუთის წინ

Sema

თბილისი
  • 47 წუთის წინ

Alina

თბილისი
  • 5 საათის წინ

Maiko

ბათუმი
  • 14 საათის წინ

Keke

თბილისი
  • 5 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 დღის წინ

Ellaa

ბათუმი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Ananoo

თბილისი
  • 35 წუთის წინ
  • VIP

Nati

თბილისი
  • 1 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 1 დღის წინ