ბათუმში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა

ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურნენ. მთავრობის სახლთან შეკრებილებმა 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. თბილისში მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული რიგით მესამე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მედიამენეჯერების ორგანიზებით პირველი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 11 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხონით მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის წინ 12 ივლისსაც შეიკრიბნენ. 13 ივლისს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს კი პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, TV პირველმა“, „ფორმულამ“ და "კავკასიამ“. 5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორის გარდაცვალების ვერსიად, ექსპერტიზის დასრულებამდე, ნარკოტიკური ნივთიერებების ზედოზირებას ასახელებს. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას 5-6 ივლისის ძალადობაში მონაწილე დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს. ...
წყარო

Mari

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

Tatuli

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 15 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 15 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 15 დღის წინ
  • VIP

Alina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Sema

თბილისი
  • 12 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lizi vnebiania

თბილისი
  • 14 საათის წინ