იან კელი: ამერიკელებმა ვიცით, რა საფრთხეს ქმნის ლიდერი, რომელიც ფაქტებს იგონებს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ კრიტიკას შეახსენებს, რომელიც სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების მისამართით ისმოდა. იან კელი ტვიტერით ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილს და მისი სიტყვებზე ამბობს, რომ „ეს სიმართლეს არ შესაბამება“ "სიმართლეს არ შეესაბამება,გადახედეთ ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებას – იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სასამართლო ხელისუფლების მიმართ. აიღეთ 2011 წელი: "ყალბი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობა თანამდებობის პირების მხრიდან", "სასამართლო განაგრძობს მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ",- წერს იან კელი ტვიტერზე. იან კელის თანახმად, „ეს სააკაშვილის სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ის კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. „ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ ამერიკელებმა ვიცით, რა საფრთხეს ქმნის ლიდერი, რომელიც სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად ფაქტებს იგონებს“,- წერს იან კელი. три საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივლისს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნის გამო დასავლელი პარტნიორების კრიტიკის შეფასებისას თქვა, რომ მას, სამწუხაროდ, კრიტიკა 2012 წლამდე საქართველოს სასამართლოს მიმართ არ მოუსმენია. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე ამერიკისა და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მომისმენია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 16 ივლისს გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც ღრმა იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის დანიშვნის ფაქტით და საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. ერთი დღით ადრე, 15 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. თავის მხრივ, 16 ივლისს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ აშშ-ის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას. საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა და მას ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ: გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი; გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი; ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი; რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი; ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 3 საათის წინ

Domina

თბილისი
  • 19 დღის წინ

ლიკა

თბილისი
  • 17 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nati

თბილისი
  • 2 დღის წინ

Niniko

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Luda

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nanuka

თბილისი
  • 17 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 1 საათის წინ