უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის განცხადების თანახმად, 18 ივლისს პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე შესვლის მსურველთათვის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, რისი მიზანიც „შესაძლო პროვოკაცების პრევენციაა“. „18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცადებაში. ასევე ნახეთ ვახო სანაია: ყველანი ხვალ 12 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის შენობის წინ 17 ივლისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტები 18 ივლისს 12 საათიდან შეიკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი. ვახო სანაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს საპროტესტო აქციის ტრიბუნიდან მიმართა, მისცეს ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის საშუალება. ერთი კვირაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირზე ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, ოთხ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის თანახმად, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი. 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. მო...
წყარო

Anna

თბილისი
  • 1 საათის წინ

K e k e

ქუთაისი
  • 14 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 15 წუთის წინ
  • VIP

Miranda

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nati

თბილისი
  • 7 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 14 თვის წინ
  • VIP

Taso

თბილისი
  • 9 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 10 თვის წინ