ინგა გრიგოლია: თქვე მართლა სპეკულანტებო, როგორ გაგვიბედეთ, გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაციას ეწევითო

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელმა და პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტებს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენა იმის თქმით, რომ ისინი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით „სპეკულირებენ“. „ჩვენ ყველანაირი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, რაც შეიძლებოდა რომ ჟურნალისტებისთვის მოეყენებინათ. მაგრამ ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, გული რომ გაგისკდება. ტირილს რო დაიწყებ, რო დაიხრჩობი, არის ის ბრალდება, თითქოს ჩვენ ჩვენი გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაციას ვეწევით. თქვე მართლა სპეკულანტებო, თქვე მართლა უსინდისოებო, ამაზე მეტი შეურაცხყოფა არ შეიძლება ჟურნალისტთა ოჯახს მიაყენო... ვის აბრალებენ ესენი, პოლიტიკურად სპეკულირებთ გარდაცვლილი კოლეგითო. რაფალიანცის საქმით მოსული "ოცნება" როგორ გვიბედავს ჩვენ ამას“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ საპროტესტო აქციაზე. მან მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობს მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნებია პრემიერ-მინისტრის გადადგომა და 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯა. აქციაზე იმყოფებიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. три საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარში თქვა, რომ ამორალურია კოლეგის სიკვდლით სპეკულირება. „მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა - ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს, რა თქმა უნდა, არ აისახება კარგად მედიაგარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედიათავისუფლება არის გარანტირებული. ჩვენთან 2 კვირის ფარგლებში ნ...
წყარო

ФИРА

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • VIP

Salo

თბილისი
  • 5 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 3 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 16 თვის წინ
  • VIP

Nitaa

თბილისი
  • 1 საათის წინ

Нора

თბილისი
  • 20 წუთის წინ

Nanuka

თბილისი
  • 47 წუთის წინ

Ani

თბილისი
  • 10 დღის წინ

Ele

თბილისი
  • 6 დღის წინ

ნუკი7

თბილისი
  • 4 დღის წინ