აშშ და ავსტრია იძიებენ "ჰავანის სინდრომის" მსგავს იდუმალ დაავადებას დიპლომატებს შორის

ავსტრია და შეერთებული შტატები იძიებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ვენაში აშშ-ის დიპლომატები და სხვები განიცდიან იდუმალი დაავადების სიმპტომებს, რომლებსაც "ჰავანის სინდრომს" უწოდებენ ხოლმე. "ჰავანის სინდრომი" ამ დაავადებას ეწოდა იმის გამო, რომ კუბის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოში დიპლომატები და ჯაშუშები 2015 და 2016 წლებში ავად ხდებოდნენ აქამდე კვლავაც დაუდგენელი მიზეზებით. ოფიციალურმა პირებმა არ იციან ზუსტად, ვინ ან რა დგას სავარაუდოდ რადიოს სიხშირით ან ენერგეტიკის შეტევით განხორციელებული თავდასხმების უკან, რომლებმაც ავადმყოფობა და ტვინის დაზიანებაც კი გამოიწვია აშშ-ის დიპლომატებსა და დაზვერვის თანამშრომლებში კუბაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. როგორც ჟურნალი „ნიუ-იორკერი“ 17 ივლისს წერდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოვიდა, ვენაში აშშ-ის ოცამდე დიპლომატს და სხვა წარმომადგენლებს აღმოაჩნდათ სიმპტომები, რომლებიც ამ იდუმალ ავადმყოფობას ჰგავს. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „თანამშრომლობს აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივ გამოძიებაში, რომელიც მიმდინარეობს მასპინძელი სახელმწიფოს რანგში ჩვენი როლის შესაბამისად“. დეტალების დაუკონკრეტებლად, განცხადებაში წერია: „ჩვენ ამ ცნობებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ... ავსტრიაში მოვლენილი დიპლომატების და მათი ოჯახების უსაფრთხოება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ „დეტალურად იძიებს“ ცნობებს ვენაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ...
წყარო

Ilona

თბილისი
  • 11 საათის წინ

Виола

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ

Likuna,,

თბილისი
  • 6 საათის წინ

Vasilisa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elene

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Ele

თბილისი
  • 8 დღის წინ
  • VIP

ნია

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Makuna❤

თბილისი
  • 1 დღის წინ

Leluka

ბათუმი
  • 5 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 7 საათის წინ