პარლამენტში შესვლის მსურველ ჟურნალისტებს პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან რამდენიმე ათეული ჟურნალისტი იმყოფება, რომლებიც სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველები, პარლამენტის მიერ მიღებული უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების თანახმად, მათ შესვლის უფლებას არ აძლევენ. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ სურთ, შს მინისტრს, რომელიც დღეს პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ მოხსენებით გამოვა, კითხვები დაუსვან. три „ათამდე ჟურნალისტის მოსვლამ შეაშინა პრემიერ-მონისტრი, შს მინისტრი და მთელი მთავრობა, რა უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ შეეშინდათ ჩვენი შეშვება, შეგვიძლია მხოლოდ შეკითხვები დავსვათ, მაგრამ შიში ოხერია“, - უთხრა ჟურნალისტებს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. ასევე ნახეთ უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს „ფორმულას“ ჟურნალისტის ვახო სანაიას თქმით, არის არაერთი შეკითხვა, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.три პარლამენტის უკანა შესასვლელთან მყოფი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მათ პოლიციამ განუმარტა, რომ დღეს მოქმედი რეჟიმის გამო პარლამენტში ვერ შეუშვებს. „პოლიციელმა გულწრფელად გვითხრა, რომ რეჟიმია ისეთი, რომ ვერ გვიშვებს. გულწრფელი მადლობა, რადგან ჩვენი მოსაზრებაც ესაა, რეჟიმია ასეთი. ჩვენი მთავარი კითხვაა - რატომ არ სჯის მოსამართლეებს გომელაური. თუ შსს მინისტრი ვერ გვიცავს, წავიდეს სახლში“, - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა. პარლამენტს გარეთ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი დეპუტატებიც. გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ხელში მდუმარე აქცია გამართეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ ფოიეში მყოფმა ჟურნალისტებმაც. მათ სურდათ, ბიუროს სხდომიდან დარბაზისკენ მიმავალ დეპუტატებს ჟურნალისტების პროტესტი ენახათ. საქართველოს პარლამენტის განცხადების თანახმად, 18 ივლისს პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე შესვლის მსურველთათვის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, რისი მიზანიც „შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა“. ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის შენობის წინ 17 ივლისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტები 18 ივლისს 12 საათიდან შეიკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი. ვახო სანაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს საპროტესტო აქციის ტრიბუნიდან მიმართა, მისცეს ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლის საშუალება. ერთი კვირაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მ...
წყარო

Eko

თბილისი
  • 2 საათის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 5 საათის წინ

Samira

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Anukaa

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 4 საათის წინ

Janna

თბილისი
  • 4 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 9 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofa

თბილისი
  • 3 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 9 თვის წინ