52 ოპოზიციონერ დეპუტატს ბოიკოტის დროს გაცდენების გამო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს

პარლამენტში 52 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე არ შეუწყვიტეს. დადგენილების პროექტს "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება დეპუტატებს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ გააცნო.​ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს, თუ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებოდა და თითქმის 6 თვის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში იყო. პარლამენტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა შემდეგი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას: თეონა აქუბარდიას; არმაზ ახვლედიანის; დავით ბაქრაძის; ლევან ბეჟაშვილის; თინათინ ბოკუჩავას; გიორგი ბოტკოველის; გიორგი გოდაბრელიძის; რომან გოცირიძის; ხატია დეკანოიძის; ლევან ვარშალომიძის; გიორგი ვაშაძის; გრიგოლ ვაშაძის; აბდულა ისმაილოვას; მანუჩარ კვირკელიას; ვახტანგ კიკაბიძის; დავით კირკიტაძის; თამარ კორძაიას; ნონა მამულაშვილის; პაატა მანჯგალაძის; ნიკა მაჭუტაძის; ვახტანგ მეგრელიშვილის; აკაკი მინაშვილის; შალვა ნათელაშვილის; ტარიელ ნაკაიძის; კობა ნაყოფიას; ანა ნაცვლიშვილის; რამაზ ნიკოლაიშვილის; კახაბერ ოქრიაშვილის; სალომე სამადაშვილის; ხათუნა სამნიძის; გუბაზ სანიკიძის; სულხან სიბაშვილის; ზაალ უდუმაშვილის; დავით უსუფაშვილის; ​ბაჩუკი ქარდავას; ​შალვა შავგულიძის; ​თამარ ჩარკვიანის; ცეზარ ჩოჩელის; ​ნატო ჩხეიძის; როსტომ ჩხეიძის; ანა წითლიძის; დევი ჭანკოტაძის; ​ლევან ხაბეიშვილის; ​დილარ ხაბულიანის; მამუკა ხაზარაძის; ​დავით ხაჯიშვილის; ეკატერინე ხერხეულიძის; ​იაგო ხვიჩიას; ელენე ხოშტარიას; თეიმურაზ ჯანაშიას; ​ბადრი ჯაფარიძის; ზურაბ გირჩი ჯაფარიძის. დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შესახებ დადგენილების არმიღების გამო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სარჩელს განიხილავს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პარლამენტის მანდატზე უარს ამბობს შალვა ნათელაშვილი. ...
წყარო

Salo

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sofiya

ბათუმი
  • 10 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 12 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 18 საათის წინ
  • VIP

Tata

რუსთავი
  • 17 საათის წინ
  • 100%

Оксана

თბილისი
  • 13 საათის წინ

Mari transi

ქუთაისი
  • 10 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 3 თვის წინ

Katia

თბილისი
  • 13 საათის წინ