ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. სხდომაზე ორწუთიანი შესვენება გამოცხადდა. ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ მისალმება და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო წუხილის გამოთქმა მოასწრო. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ, როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო. 5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც. три ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 15 საათის წინ

Marishka

თბილისი
  • 26 დღის წინ

Рита-Украина

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nuki

თბილისი
  • 9 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 13 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 3 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 4 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 5 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Maka

თბილისი
  • 19 საათის წინ