ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში COVID-19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ოლიმპიურ სოფელში განთავსებულ სპორტსმენებს შორის COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ორგანიზატორები 18 ივლისს ამბობენ, რომ ვირუსი დაუდასტურდათ ოლიმპიურ სოფელში მცხოვრებ ორ სპორტსმენს, და კიდევ ერთ ათლეტს, რომელიც სხვაგან არის გაჩერებული. სპორტსმენების სახელები დაკონკრეტებული არ არის. ოლიმპიური თამაშების გახსნამდე კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი, იზრდება შეშფოთება რამდენად შეძლებენ ორგანიზატორები ვირუსთან გამკლავებას, უცხოეთიდან ჩასული სპორტსმენების, მათი თანმხლები და კიდევ სხვა პირების ფონზე. ორგანიზატორთა თქმით, 1 ივლისიდან თამაშებთან კავშირის მქონე 55 პირს დაუდასტურდა ვირუსი, 17 ივლისიდან კი იაპონიაში ჩასვლისას ის დაუდგინდა ხუთ სპორტსმენს, რომლებიც კარანტინის საგანგებო სივრცეში გადაიყვანეს. ოლიმპიურ სოფელში 11,000 სპორტსმენი და მათი თანმხლები ათასობით პირი უნდა განთავსდეს. თამაშები, რომლებიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, 23 ივლისს უნდა გაიხსნას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ტოკიოში და სამ მეზობელ რეგიონშია გამოცხადებული. გულშემატკივრებს, როგორც იაპონიიდან, ისე უცხოეთიდან, აკრძალული აქვთ ოლიმპიურ ღონისძიებებზე დასწრება. ...
წყარო

Miranda

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Ira

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • VIP

Tamta

თბილისი
  • 44 წუთის წინ

Dako

გორი
  • 22 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 14 დღის წინ
  • VIP

Tikoo

თბილისი
  • 45 წუთის წინ

Ela

თბილისი
  • 9 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Svetlana

რუსთავი
  • 2 დღის წინ

Linda

თბილისი
  • 14 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 14 დღის წინ