„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი ადეკვატურ ნაბიჯად შს მინისტრის გადადგომას მიიჩნევს

„თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი დღეს პარლამენტში შს მინისტრის მოხსენებით მისვლას დაგვიანებულ რეაქციად აფასებს და მიიჩნევს, რომ ახლა მისი „ბოდვები აღარავის აინტერესებს“ და მხოლოდ გადადგომაა ადეკვატური ნაბიჯი. „პასუხისმგებლიანი მინისტრი 5 ივლისამდე მივიდოდა პარლამენტში, როცა იბარებდნენ და როცა აზრი ჰქონდა მის მოსმენას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობისთვის პარლამენტი ბევრს არაფერს ნიშნავს. ნოტარიუსად წარმოუდგენიათ საკანონმდებლო ორგანო! ამიტომ, ახლა გომელაურის ბოდვები აღარავის აინტერესებს. მხოლოდ გადადგომაა ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი!“, - წერს გიორგი თაბაგარი ფეისბუკის გვერდზე. ასევე ნახეთ ვახტანგ გომელაური: პარლამენტში მივალ და დეპუტატებს ავუხსნი რა მოხდა ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ, მისგან მოესმინათ, როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო. ასევე ნახეთ პარლამენტში შესვლის მსურველ ჟურნალისტებს პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს 5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ერთი კვირაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ. მომხდარის გამო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა, საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდან. ...
წყარო

ФИРА

თბილისი
  • 13 დღის წინ

Наташа

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 8 დღის წინ

Ina

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Марина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Natasha pozitiuri gogo

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 10 დღის წინ

Lara

თბილისი
  • 7 საათის წინ