თინა ბოკუჩავას თქმით, საზოგადოებას მხოლოდ გომელაურის და ღარიბაშვილის გადადგომის მოსმენა სურს

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ, შს მინისტრს მიმართა, რომ ის არის იმ ველურების თანაგუნდელი, რომელთა ძალადობასაც შეეწირა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, თინა ბოკუჩავას თქმით, საზოგადოებას ახლა მხოლოდ იმის მოსმენა სურს, რომ გადადგა შს მინისტრი ვახტან გომელაური და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. „ერთადერთი პასუხი, რომელიც საზოგადოებას სურს, რომ მოისმინოს გომელაურისგან და ერთადერთი განცხადება, რომელიც საზოგადოებას უნდა, რომ მოისმინოს თქვენგან, ბატონო ვახტანგ, არის ის, რომ თქვენ გადადექით და გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წაახალისა ძალადობა. რაც არ უნდა „აბრაგუნოთ“ და როგორ ველურებივით არ უნდა იქცეოდეთ, ახლა თქვენ ამხელთ თქვენს სახეს, რომ სწორედ იმ ველურების თანაგუნდელები ხართ, რომლებმაც მოკლეს ლექსო ლაშქარავა. მაინც ვერ გაგვაჩუმებთ. ვერ გააჩუმებთ მედიას, ვერ გააჩუმებთ ჟურნალისტებს და ვერ გააჩუმებთ საქართველოს, რომელსაც არ სურს ძალადობა ამ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს, რომ პროპუტინისტური ჯგუფები წახალისებულები იყვნენ ხელისუფლების მიერ. ასე რომ, დიახ, გვინდა განხილვაში მონაწილეობის უფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ასევე ნახეთ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტენ, გაგრძელდეს სხდომა თუ გადაიდოს შემდეგისთვის. ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ მისალმება და ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო წუხილის გამოთქმა მოასწრო. შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების წინაშე გამოდიოდა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. პარალელურად, პროტესტს აგრძელებენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით არიან მისულნი. პროტესტი გრძელდება პარალმენტის შენობის გარეთაც, სადაც ის სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები დგანან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ მის ტერიტორიაზე „შესაძლო პროვოკაციების პრევენციის“ მიზნით, დღეს მოქმედი შეზღუდული რეჟიმის გამო. 5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსე...
წყარო

Ani

თბილისი
  • 1 დღის წინ

Transi renna

თბილისი
  • 19 დღის წინ
  • VIP

ნია

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ananoo

თბილისი
  • 10 საათის წინ

Маруся

თბილისი
  • 18 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 16 საათის წინ

Ancho

თბილისი
  • 19 საათის წინ

❤ლილი❤

თბილისი
  • 7 საათის წინ