მამუკა მდინარაძე: ჟურნალისტები ამორალურ პოლიტიკურ აქტივობებში არიან ჩართულნი

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ჟურნალისტებს მოუწოდებს შეწყვიტონ პროტესტი, რადგან, მისი თქმით, ისინი „ამორალურ პოლიტიკურ აქტივობაში“ არიან ჩართულნი. ამასთანავე, დეპუტატი აცხადებს, რომ სანამ პროტესტი არ შეწყდება, მისი აზრით, რიგგარეშე სესია, სადაც შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ, არ უნდა გაგრძელდეს: „წარმოუდგენელია ამ კამპანიის ფონზე და ძალიან მიჭირს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი კონკრეტულ ადგილზე დგას იმის გასაშუქებლად, რაც ხდება და ის არის ჩართული ამავდროულად პოლიტიკურ აქტივობაში, რაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეცედენტია, რაღაც ფორმალურ მხარესაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემგან ამის თქმა, უნდა მივაქციოთ ყურადღება. როდესაც ჟურნალისტი, კონკრეტული ან რამდენიმე ადამიანი, ჩვენი პატივისცემით მიუხედავად, ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში, თან ძალიან ამორალურ პოლიტიკურ აქტივობაში, სანამ ეს არ მორჩება, სხდომა, ჩვენი აზრით, არ უნდა გაგრძელდეს. და მეორე, სპეკულაციებს გარდაცვლილ ადამიანზე, განსაკუთრებით ნაცმოძრაობამ, თავი უნდა დაანებოს“. პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. პარალელურად, პროტესტს აგრძელებენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით არიან მისულნი. ჟურნალისტებმა სასესიო დარბაზში ბანერები გადმოფინეს წარწერით "დასაჯეთ მოძალადეები". ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ, როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო. 5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს...
წყარო

Anka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nata

ქუთაისი
  • 16 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 13 საათის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nuki

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • 100%

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 15 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Elene

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Anamaria

თბილისი
  • 16 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 16 საათის წინ