ადამ კინზინგერი ღარიბაშვილს - საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს ტვიტერის მეშვეობით ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს მის გამონათქვამს, რომ მართლმსაჯულების მიმართ დასავლეთის კრიტიკა 2012 წლამდე არ სმენია. „ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ხშირად. ჩანს, პროგრესი იკლებს და საქართველოს მთავრობა ღიად არღვევს შეთანხმებებს”, – წერს ადამ კინზინგერი ტვიტერზე. три მანამდე ირაკლი ღარიბაშვილს ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშები შეახსენა შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და თქვა: "ამერიკელებმა ვიცით, რა საფრთხეს ქმნის ლიდერი, რომელიც ფაქტებს იგონებს". ასევე ნახეთ იან კელი: ამერიკელებმა ვიცით, რა საფრთხეს ქმნის ლიდერი, რომელიც ფაქტებს იგონებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივლისს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნის გამო დასავლელი პარტნიორების კრიტიკის შეფასებისას თქვა, რომ მას, სამწუხაროდ, კრიტიკა 2012 წლამდე საქართველოს სასამართლოს მიმართ არ მოუსმენია. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე ამერიკისა და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მომისმენია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 16 ივლისს გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებშიც ღრმა იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 მოსამართლის დანიშვნის ფაქტით და საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. ერთი დღით ადრე, 15 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. თავის მხრივ, 16 ივლისს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ აშშ-ის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას. საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა და მას ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ: გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი; გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი; ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი; რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი; ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნიცა ნიცა

თბილისი
  • 5 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 16 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 11 საათის წინ

Maria

ბათუმი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Nini

თბილისი
  • 2 საათის წინ
  • VIP
  • 100%

Ana

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Irinka

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ