მერკელი: გერმანულ ენაში რთულად მოიძებნება სიტყვები წყალდიდობით გამოწვეული ნგრევის აღსაწერად

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დახმარების სასწრაფოდ გაწევას დაჰპირდა ქვეყნის დასავლეთში, წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებს. მერკელის თქმით, გერმანულ ენაში რთულად მოიძებნება სიტყვები ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული ნგრევის აღსაწერად. ფედერალური კანცლერი 18 ივლისს იმყოფებოდა წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში. მერკელმა ნგრევის მასშტაბს წარმოუდგენელი უწოდა. გერმანიის კანცლერმა ისიც თქვა, რომ აუცილებელია პოლიტიკა, რომელიც უფრო მეტად გაითვალისწინებს ბუნების და კლიმატის პრობლემებს. ბოლო დღეებში, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 157 ადამიანი. მაშველები დაკარგულთა ძებნას განაგრძობენ. განსაკუთრებით დაზარალდნენ რეინლანდ-პფალცის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის და საარის რეგიონები. გერმანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში ერთ დღე-ღამეში მოსულმა წვიმამ ნალექის ორთვიან ნორმას გადააჭარბა. 21 ივლისს, გერმანიის ფინანსთა მინისტრი ფედერალურ მთავრობას წარუდგენს დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რაიონებისთვის 300 მილიონ ევროზე მეტი გადაუდებელი დახმარების გეგმას. ბოლო დღეებში, გადაუღებელი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ბელგიაში, სადაც 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. წყალდიდობამ დააზარალა ავსტრიის, ნიდერლანდის და შვეიცარიის რამდენიმე რაიონიც. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 12 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 15 დღის წინ

Nuki

ბათუმი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Ani

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 6 საათის წინ

Виола

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP

Lizi varketili

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tamta

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 12 საათის წინ