აზერბაიჯანს ადანაშაულებენ ასობით აქტივისტზე და ჟურნალისტზე თვალთვალში

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის (OCCRP) ახალი ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანი უთვალთვალებს ასობით ადგილობრივ აქტივისტსა და ჟურნალისტს, რადიო თავისუფლების რეპორტიორების ჩათვლით, და საამისოდ იყენებს დახვეწილ სოფტვერს, რომელიც მთავრობისთვის მათ ტელეფონებს ხელმისაწვდომს ხდის. ორგანიზაციის მიერ 18 ივლისს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანმა შესაძლოა ისრალის კიბერთვალთვალის კომპანია NSO Group-ისგან მოიპოვა Pegagus-ი - სოფტვერი, რომელსაც შეუძლია ჩაიწეროს სატელეფონო საუბრები, წაიკითხოს ტექსტური შეტყობინებები, მოიპოვოს ფოტოები, პასვორდები, GPS-ის მონაცემები და საიდუმლოდ გააკეთოს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. აზერბაიჯანის შესახებ ანგარიში ნაწილია OCCRP-ის მიერ ჩატარებული მასშტაბური გამოძიებისა NSO Group-ის გარშემო, რომლითაც გამოჩნდა 50.000-მდე სატელეფონო ნომრის გაჟონილი მონაცემები. ორგანიზაციის ვარაუდით, ნომრები ეკუთვნოდა პირებს, რომლებიც NSO Group-ის კლიენტების ინტერესის ობიექტები იყვნენ, 2016 წლიდან. გაჟონილი სიის სატელეფონო ნომრების გეოგრაფიული დაჯგუფების მიხედვით, რეპორტიორებმა NSO Group-ის კლიენტები 10-ზე მეტ ქვეყანაში ამოიცნეს, მათ შორის აზერბაიჯანში, ბაჰრეინში, უნგრეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ყაზახეთში, მექსიკაში, მაროკოში, რუანდაში, საუდის არაბეთში, ტოგოში და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. აზერბაიჯანთან დაკავშირებული შეფასება OCCRP-ის ჯგუფმა განახორციელა ადგილობრივი რეპორტიორების, აქტივისტების და ოპოზიციის წევრების ტელეფონის ნომრებზე დაყრდნობით, რომლებსაც გაჟონილი მონაცემები შეიცავდა და რომლებიც, არსებული ვარაუდით, Pegasus-ის სოფტვერის სამიზნეები იყვნენ. "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება", რომ ბაქო ნამდვილად NSO-ის კლიენტია, ან რომ გაჟონილი ტელეფონის ნომრები ნამდვილად წარმოადგენენ თვალთვალის ობიექტებს, არ არსებობს - აცხადებს OCCRP და დაძენს - "მაგრამ მტკიცებულებათა სიმრავლე მიანიშნებს, რომ საქმე ამგვარ ვითარებასთან გვაქვს". ...
წყარო

ზიზი

თბილისი
  • 1 საათის წინ

Mariana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lena

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Ancho

თბილისი
  • 9 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 17 დღის წინ

Olichka

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sally

თბილისი
  • 21 დღის წინ

Sema

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 6 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 4 საათის წინ