ავღანეთში მოქმედი დიპლომატიური მისიები თალიბანს შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ავღანეთში მოქმედი ათზე მეტი დიპლომატიური მისია გამოვიდა მოწოდებით, "სასწრაფოდ დასრულდეს" თალიბანის სამხედრო შეტევა ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში. მისიების განცხადებით, ეს შეტევა წინააღმდეგობაში მოდის ამ ექსტრემისტული ჯგუფის განცხადებასთან, რომ მას კონფლიქტის გადაჭრა მოლაპარაკებით სურს. თხუთმეტი მისია, ევროკავშირის დელეგაცია და ქაბულში ნატოს წარმომადგენელი ამ მოწოდებით 19 ივლისს, ერთობლივ განცხადებაში გამოვიდნენ, შაბათ-კვირას დოჰაში გამართული მორიგი, უშედეგოდ დასრულებული სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის. ყატარის დედაქალაქში გამართული ამ ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, მხარეებმა თქვეს, რომ შეთანხმდნენ "სამართლიანი გადაწყვეტის" გამონახვის საჭიროებაზე, და რომ ისინი "მომავალ კვირაში" კიდევ შეხვდებიან. მათ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი ცეცხლის შეწყვეტაზე მუსლიმურ დღესასწაულ ეიდ ალ-ადჰაზე, რომელიც ავღანეთში 20 ივლისს იწყება. წარსულში რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა თალიბანი და ქაბულის მთავრობა მოკლევადიან ზავზე თანხმდებოდნენ ხოლმე ისლამური დღესასწაულების დროს, რაც ქმნიდა იმედს, რომ ზავი შეიძლებოდა გახანგრძლივებულიყო. დოჰაში მიმდინარე ავღანეთის შიდა სამშვიდობო მოლაპარაკება რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, რა დროსაც თალიბანმა მასშტაბური შეტევა განახორციელა და დაიპყრო ქვეყნის 421 ოლქიდან თითქმის ნახევარი, საფრთხე შეუქმნა რამდენიმე პროვინციის დედაქალაქებს და კონტროლი დაამყარა რამდენიმე სასაზღვრო მონაკვეთზე. ამ მოვლენების ფონია ავღანეთიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალების გასვლა. ...
წყარო

Gvanca

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Gio

თბილისი
  • 22 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Valentina

ბათუმი
  • 18 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 14 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 16 დღის წინ

Lizuka

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Anukela

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 18 საათის წინ

Ancho

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • 100%

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ