ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, ციხანოუსკაია ვაშინგტონშია ვიზიტად

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია აშშ-ში იმყოფება ვიზიტად. ამ ქვეყანამ, ისევე როგორც სხვა არაერთმა სახელმწიფომ დასავლეთში, საპრეზიდენტო არჩევნებზე შარშან აგვისტოში, ციხანოუსკაიას მეტოქე ალიაქსანდრ ლუკაშენკა არ აღიარა გამარჯვებულად და ბელარუსის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად. ვიზიტის დროს ციხანოუსკაია შეხვდება აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე კონგრესმენებსა და სენატორებს. თვითონ ციხანოუსკაია იმის მომხრეა, რომ აშშ-მა ითამაშოს შუამავლის როლის მინსკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ის მოუწოდებს ვაშინგტონს, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ლუკაშენკას რეჟიმისგან რეპრესიებს განიცდის. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ციხანოუსკაია აღნიშნავს, რომ სურს „მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მიაპყროს ყურადღება ბელარუსისკენ, თუმცა მესმის, რომ მსოფლიოში სხვა ბევრი პრობლემაა. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ფასეულობებისთვის, რომლებიც საერთოა ყველგან, და მსურს, რომ ამერიკა იყოს ლიდერი ამ ბრძოლაში“. რუსეთთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ კრემლი ახლა ლუკაშენკას რეჟიმს უჭერს მხარს, თუმცა, მისი სიტყვებით, მისი „მომხრეები მიესალმებოდნენ, თუ რუსეთი იქნებოდა ერთ-ერთი შუამავალი ბელარუსის კრიზისის მოგვარების პროცესის ორგანიზებაში. კვირას ციხანოუსკაია ვაშინგტონის ცენტრში შეხვდა ბელარუსული დიასპორის ასეულობით წარმომადგენელს. ...
წყარო

Katia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Eko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Полина

თბილისი
  • 5 საათის წინ

Natasha

თბილისი
  • 10 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anamaria

თბილისი
  • 10 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ