უკრაინის პრეზიდენტი: ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპული მომავლისთვის განსაკუთრებულ ფასს იხდიან. ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომელიც მან ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი გარდაუვალია "ჩვენ შევუერთდით ამ ძალისხმევას და გვაქვს საერთო მიზნები - ეს არის ევროკაშირის სრული წევრობა, თანასწორობა და დემოკრატია. ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის - ოკუპაცია, ანექსირება და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში... უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, დღეს ჩვენ ვართ ერთად გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს რეალობაა... კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა, ჩვენს საზღვრებთან ძალიან მყარად დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რომელიც გვაქვს... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დროებითი გამოწვევები, ალბათ, თქვენც ასე ფიქრობთ, ევროპელო პარტნიორებო. ჩვენ გვაქვს მისწაფებები, ევროპული მომავალი შევქმნათ ჩვენს ქვეყნებში... მე მიხარია, რომ ჩვენ გზას ვუკვალავთ ამ ინტეგრაციას და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილება, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში სამივე ქვეყანა“, - განაცხადა ზელენსკიმ. три ბათუმში 19 ივლისს დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ...
წყარო

Ninia

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Leka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 14 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 18 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 11 თვის წინ

S a l i

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 11 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 16 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 საათის წინ