მაია სანდუს განცხადებით, ოლიგარქიულმა სისტემამ მოლდოვა ჩაითრია

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის დასაწყისიდან დღემდე მოლდოვის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. მისი თქმით, თავდაპირველად მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად, თუმცა საბანკო სისტემებში შექმნილმა კრიზისმა და კორუფციის შემთხვევებმა გახეთქა „საპნის ბუშტი“. როგორც მან აღნიშნა, კრიზისებმა, ოლიგარქიულმა სისტემამ და კორუფციამ ქვეყანა ჩაითრია. „რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ ბრიუსელში მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია და აღარ იყო სანდო პარტნიორი. მაია სანდუ ყურადღებას ამახვილებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაწყებულ ცვლილებებზე. მისი თქმით, ახალი უმრავლესობა პარლამენტში, ვალდებულია, სწრაფად განახორციელოს დანაპირები. პრეზიდენტის განცხადებით, ახალ დღის წესრიგში ქვეყანას აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა. სანდუმ რამდენიმე საკითხზე შეაჩერა ყურადღება. „ჩვენს ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, მოვახდინოთ ძლიერი ინსტიტუტების კონსოლიდაცია და დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს - სამართლის უზენაესობა, ანტიკორუფციული ძალისხმევა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან, სამომავლოდ ეს არის ჩვენი ძალისხმევა. აქამდე მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნაკლები ვისაუბროთ, მეტი ვაკეთოთ“, - მიიჩნევს მოლდოვის პრეზიდენტი. ბათუმში 19 ივლისს მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 21 საათის წინ

Рита-Украина

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ananoo

თბილისი
  • 2 საათის წინ

Teo teo

თბილისი
  • 6 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 14 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Mosikvaryle

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nea

თბილისი
  • 6 საათის წინ

Maiko

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ