ვლადიმერ ზელენსკი:  რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში

ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ განმარტა, სამ ქვეყანას არა მხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი აერთიანებს, არამედ სურვილი, რომ „ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გაიარონ“. „მივესალმები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში ჩვენი მასპინძლობისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა. ამ შესაძლებლობას ვიყენებ და მივესალმები ქალბატონ მაია სანდუს, შესანიშნავ გამარჯვებას ვულოცავ საპრეზიდენტო არჩევნებში და მივესალმები საპარლამენტო არჩევნებს მოლდოვაში. ევროპისაკენ მისწრაფების კონტექტსში ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე – საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ, ამ ტრიომ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ, ევროპულ ინტეგრაციას. ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია, ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რადგან ბატონი შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ, ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზეთ, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს მიწვევის გადახედვა და ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის ტრიოს, რომ წარმოადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები ამ პარტნიორობისთვის და ამ „ტრიოს“ პოლიტიკური მნიშვნელობა, ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, – აცხადებს ზელენსკი. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. „ამ სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ჩვენს სულისკვეთებას ასახავს და ეს მისწრაფება გვაერთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც ...
წყარო

Sally

თბილისი
  • 15 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 25 წუთის წინ

თათო

თბილისი
  • 20 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 22 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Nuca

თბილისი
  • 13 წუთის წინ

Кира

თბილისი
  • 9 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 27 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 საათის წინ

Twix

თბილისი
  • 6 საათის წინ