პანდემიის პერიოდში რუსეთში 60 პროცენტით მოიმატა ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობამ

წინა წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთში 60 პროცენტით მოიმატა ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობამ - რაც ირეკლავს გლობალურ ტენდენციას კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. შარშან რუსეთში ზედოზირების შედეგად დაიღუპა 7,316 ადამიანი, მაშინ, როცა შარშანწინ ეს მონაცემი 4,569 შემთხვევას უტოლდებოდა, - იუწყება რუსეთის სტატისტიკის სამსახური, როსსტატი, რომლის მონაცემებიც RBC news-ს მოაქვს. 2016-დან 2018 წლამდე რუსეთში ყოველწლიურად ნარკოტიკებით იღუპებოდა საშუალოდ 4,400-4,800 ადამიანი. 2020 წელს ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზებით დაიღუპა 50,400 ადამიანი, რაც დაახლოებით 6.3 პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემზე. ნარკოტიკების და დანაშაულის საკითხებზე მომუშავე გაეროს სააგენტომ ივნისში განაცხადა, რომ პანდემიამ მთელ მსოფლიოში გაზარდა ნარკოტიკების გამოყენების მაჩვენებელი, ნაწილობრივ ეკონომიკური სირთულეების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ...
წყარო

Natali

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 15 დღის წინ

Lora

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 22 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 49 წუთის წინ

Maria

თბილისი
  • 10 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 1 საათის წინ

Лола

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 21 დღის წინ

Sally

თბილისი
  • 18 დღის წინ