ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი ენერგიული არასოდეს ყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საერთაშორისიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა გლობალულ პანდემიასთან ბრძოლის შესახებ საუბრით დაიწყო და იქვე განაცხადა, რომ საქართველოს ამ საფრთხის გარდა აქვს დესტაბილიზაციის გამომწვევი სხვა საფრთხეებიც, როგორიცაა რუსეთი. „პანდემიის გარდა სხვა საფრთხეებიც გვაქვს, რომლებიც ისეთივე დესტაბილიზაციას იწვევს, როგორც თავად ვირუსი. მიმდინარე წელს დედამიწაზე დრამატული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარება გრძელდებოდა. რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - შეერთებულ შტატებში არჩევნებიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული - ისევე როგორც საქართველოში, სადაც რუსეთი კვლავ განაგრძობს ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი სიტყვებით, შავი ზღვა რჩება ცხელ წერტილად - „შავი ზღვის რეგიონი არის კონფლიქტის მართვის მიკროსამყარო“. ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი გარდაუვალია „ჩვენი მთავრობის ხედვა გულისხმობს ჩვენი რეგიონის „კონფლიქტების რეგიონიდან“ „შესაძლებლობების რეგიონად“ გარდაქმნის ხელშეწყობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. „ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან ასეთი ენერგიული არასდროს ყოფილა. ჩვენ დავწინაურდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირთან და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში და გავაგრძელეთ ჩვენი აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიმართულებად მიგვაჩნია საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე ნახეთ უკრაინის პრეზიდენტი: ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომელიც მზად არის, 3.9 მილიარდი ევრო გამოყოს საქართველოსთვის, „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში, მომდევნო 7 წლის განმავლობაში. „ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური მანძილის შემცირებას, ასოცირების შეთანხმების სარგებლის სრულ გაცნობიერებას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი სიტყვებით, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იყვნენ სამაგალითო პარტნიორები საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მის...
წყარო

Nia

თბილისი
  • 13 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 14 დღის წინ

Anano

თბილისი
  • 11 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 5 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • VIP+
  • 100%

Salo

თბილისი
  • 6 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Megi

თბილისი
  • 8 საათის წინ

Лола

ბათუმი
  • 13 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 22 დღის წინ

Salita

თბილისი
  • 12 საათის წინ