ოქსანა კალაშნიკოვა ოლიმპიური ლიცენზიის საქმეზე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

ოქსანა კალაშნიკოვამ გადაწყვიტა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის გამო, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს. წყვილთა თანრიგში მსოფლიოს რეიტინგის სამოცდაათეულში მყოფი ქართველი ჩოგბურთელი დარწმუნებულია, რომ ოლიმპიადის საგზური მავანთა უპასუხისმგებლობის გამო დაკარგა. "არავის უნდა, აიღოს ბრალეულობა. ასეთი შეცდომების გამო სპორტსმენები ვზარალდებით. აქამდე არ მიმიღია არც პასუხი და არც მობოდიშება უპასუხისმგებლობის გამო. გადავწყვიტე ვცადო და სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართო" - დაწერა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში. პირველი განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, 30 წლის ჩოგბურთელმა ორი დღის წინ გაავრცელა, ტვიტერის პირად გვერდზე. მან საზოგადოებას აცნობა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების შანსი დაკარგა, რადგან საქართველოდან შესაბამის ორგანოებში განაცხადი არ გაგზავნეს. ჩოგბურთელის პოსტს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალური განცხადებებით გამოეხმაურნენ. პასუხისმგებლობა თავიდან აირიდეს და თითი ერთმანეთისკენ გაიშვირეს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ოთხი დღე რჩება. ...
წყარო

Natali

თბილისი
  • 7 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • 100%

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lana

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 14 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 22 წუთის წინ

Nita

თბილისი
  • 2 დღის წინ

Linda

თბილისი
  • 14 საათის წინ

Matilda

თბილისი
  • 2 საათის წინ

Svetlana

რუსთავი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Лола

ბათუმი
  • 4 საათის წინ
  • 100%

Елена

თბილისი
  • 11 საათის წინ