ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა

ბათუმის კონფერენციის ფარგლებში პეტრას ციხე-სიმაგრეში გამართულ ერთობლივ (სალომე ზურაბიშვილთან, მაია სანდუსთან და შარლ მიშელთან ერთად) პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაბადების დღე მიულოცა მომღერალსა და მსახიობს კიკაბიძეს. „არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი, ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა. ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა. ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს და სიცოცხლის მოყვარულია", - თქვა ზელენსკიმ. ვახტანგ კიკაბიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. ბათუმში 19 ივლისს მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ...
წყარო

Sofiya

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Nata

ქუთაისი
  • 8 დღის წინ
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 20 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Nino

თბილისი
  • 29 დღის წინ

ნუკი7

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mariami

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eko

თბილისი
  • 8 წუთის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 6 დღის წინ