გთხოვთ აიცერით - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრიბაშვილმა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გუშინ 11 ათასი მოქალაქე აიცრა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ თუ დღიურად 20, 30 ათას ადამიანს, პროცესის მართვა ძალიან გაუჭირდებათ. პრემიერის გამარტებით, 2600 შემთხვევა, რაც დღეს გამოვლინდა, საგანგაშო და ზალიან ცუდი ტენდენციაა. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში საჭიროზე მეტია ვაქცინების რაოდენობა და კიდევ ელოდებიან, რაც ერთის მხრივ მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის, ისე ეკონომიკისთვის. "ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ, მთავრობას - გთხოვთ აიცერით. ძალიან მარტივია მგონი ამის გაკეთება. თუ მთავრობას არ დაუდგნენ გვერდით ჩვენი მოქალაქეები, ისე როგორც შარშან, როცა დაიწყო პანდემია, მარტო ვერაფერს გავწვდებით. რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ.. დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ისევ ვერ გაუძლებს. ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. ამას რა თქმა უნდა დაემატება ის, რომ ქვეყანას დასჭირდება დამატებით ვალის აღება, რაც დააწვება ტვირთად ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად, გართულდება სიტუაცია. ამიტომ, მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ გვაქვს ყველა რესურსი, რომ ვაიცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ დადასტურებულია 390 945 შემთხვევა. ვირუსს ჯამში 5592 პირი ემსხვერპლა, 367 130 კი გამოჯანმრთელდა....
წყარო

Nini

თბილისი
  • 9 საათის წინ

Niaa

თბილისი
  • 14 დღის წინ

Oksana

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 6 დღის წინ

Sema

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 16 თვის წინ

Sally

თბილისი
  • 21 დღის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 34 წუთის წინ

Alina

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Mersi

თბილისი
  • 16 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 3 საათის წინ