ბაიდენის ადმინისტრაცია იწყებს იმ ავღანელების გადაყვანას, რომლებიც აშშ-ის ძალებთან თანამშრომლობდნენ

აშშ იმ ავღანელების პირველ ჯგუფს, რომლებიც აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ, ვირჯინიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანს, მათთვის ვიზების გაცემის შემთხვევაში - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციამ 19 ივლისს. ჯგუფში შედიან აშშ-ის ძალებთან მომუშავე 700 ავღანელი და მათი ოჯახების 1.800-მდე წევრი, ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ნედ პრაისი. "ესენი არიან გაბედული ავღანელები და მათი ოჯახები, როგორც ნათქვამი გვაქვს, აშშ-სთვის მათ მიერ გაწეული სამსახური ქაბულში მდებარე საელჩოს მიერაა დამოწმებული და მათ გავლილი აქვთ უსაფრთხოების შემოწმების მკაცრი პროცესი" - ამბობს პრაისი. ავღანელთა პირველი გადასახლება ვირჯინიაში, ფორტ ლიში ივლისის ბოლოს უნდა დაიწყოს. ავღანეთში ბევრი პირი ცდილობს აშშ-ში თავშესაფრის მოპოვებას, მათი უსაფრთხოების შესახებ მზარდი შეშფოთების გამო იმ ფონზე, როცა თალიბანი ქვეყნის მასშტაბით ტერიტორიებს იპყრობს. საგანგებო საემიგრაციო ვიზის მიღების და აშშ-ში გადასახლების სურვილი გამოთქვა 20.000-მდე ავღანელმა, მაგრამ მათგან ბევრს ჯერ არ მიუღწევია ხანგრძლივი სავიზო პროცესის ბოლო სტადიებისთვის. ...
წყარო

Ele

თბილისი
  • 12 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 16 დღის წინ

Lena

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lenka

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Mari transi

ქუთაისი
  • 10 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 16 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 8 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 9 თვის წინ