რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გმობს ბელარუსში მისი კიდევ ერთი კორესპონდენტის დაკავებას

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გმობს ბელარუსში მისი კიდევ ერთი კორესპონდენტის, ალეს დაშჩინსკის დაკავებას, იმ ფონზე, როცა ავტორიტარი მმართველი, ალექსანდრ ლუკაშენკა აგრძელებს რეპრესიებს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. დაშჩინსკის ნათესავებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ის პოლიციამ 16 ივლისს დააკავა, მას შემდეგ, რაც გაჩხრიკა მინსკში მდებარე მისი ბინა და მისი კომპიუტერის, ტელეფონის, მეხსიერების ჩხირების და საბანკო ბარათის კონფისკაცია მოახდინა. დაშჩინსკის ჟურნალისტის აკრედიტაცია ოქტომბერში გაუუქმეს, როგორც ნაწილი ლუკაშენკას კამპანიისა დისიდენტი და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ბელარუსში რეპრესიები მოჰყვა შარშან აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც გამარჯვება ლუკაშენკას მიაკუთვნეს და რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. დაშჩინსკის დაკავების დღეს პოლიცია და უსაფრთხოების ძალები შევიდნენ რამდენიმე დამოუკიდებელი ჟურნალისტის სახლებში და ოფისებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით - მათ შორის რადიო თავისუფლების მინსკის ოფისში. რეიდების შედეგად დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის რადიო თავისუფლების კიდევ ორი კორესპონდენტი - ალეჰ ჰრუზდზილოვიჩი და ინა სტუდზინსკაია. "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ალეს დაშჩინსკის დაპატიმრება - ისევე, როგორც მისი კოლეგების, ალეჰ ჰრუზდზილოვიჩის და ინა სტუდზინსკაიას და სხვა ბევრი დამოუკიდებელი ბელარუსი ჟურნალისტის დაპატიმრება - არის მორიგი მკაფიო დასტური ალექსანდრ ლუკაშენკას სასოწარკვეთისა. ბელარუსის ხალხისთვის მომუშავე ჟურნალისტებზე ეს თავდასხმები არ დამალავს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ხდება ბელარუსში. ალესი და მისი კოლეგები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ" - ამბობს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი 18 ივლისით დათარიღებულ განცხადებაში. ...
წყარო

likuna

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 3 საათის წინ

ნუკი7

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lenka

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Diana

თბილისი
  • 29 წუთის წინ

Janna

თბილისი
  • 5 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 3 დღის წინ

Sofo varketili

თბილისი
  • 1 საათის წინ

Megi

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lora

თბილისი
  • 7 წუთის წინ