მამუკა ხაზარაძე ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირების ინიციატივით გამოდის

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირების ინიციატივით გამოდის. მას მიაჩნია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მომავალ მთავრობაში არ უნდა დაიკავონ „ძალოვანი მინისტრების“ თანამდებობები. „ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას“, - წერს „ფეისბუკზე“ მამუკა ხაზარაძე. три ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას. „ძალოვნები არ უნდა იყოს ნაც მოძრაობის ხელში“ არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული", - დაწერა „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დეკანოიძემ და დააზუსტა: „იმიტომ რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები. ეს არის სტანდარტი. მათ შორის არც მცირე პარტიების. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ეწერა ნაწილი, ნაწილს აქ დავამატებ. რეალური (არა გონგოების) სამოქალაქო საზ და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პროკურორი; არჩეული პროკურორები; - არჩეული შერიფები; შსს მინისტრის და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების გაყოფა; ახალი პოლიციის შესახებ კანონის შექმნა. ფედ. საგამოძიებო უწყების შექმნა; ეს არის სისტემის მინიმუმი როგორ ვფიქრობთ ჩვენ კრიმინალური იუსტიციის რეფორმას. ეს არის თანამედროვე სტანდარტი. ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართლმსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი". три პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" ზაალ უდუმაშვილი „პალიტრანიუსის" ეთერში გამოეხმაურა ხაზარაძის ინიციატივას. „ენმ არ აპირებს საერთოდ არც ერთ ძალოვან უწყებაზე პრეტენზია ჰქონდეს", - თქვა მან. როგორც უდუმაშვილი აღნიშნავს, პარტიამ ამის შესახებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განაცხადა. „იცით რატომ? - ზოგადად რომ გამოვრიცხოთ, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომ რაღაცნაირად ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებული არიან, ამიტომ ამ უწყებებში მაქსიმალურად უნდა იყვნენ არასამთავრობო ...
წყარო

Natali

თბილისი
  • 6 დღის წინ

Samantha

თბილისი
  • 14 დღის წინ

Маруся

თბილისი
  • 19 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 12 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 18 დღის წინ

Anukaa

ბათუმი
  • 10 საათის წინ

Nica

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Anano

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 13 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 3 დღის წინ