"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 20:00 საათზე დაასახელებს თბილისის მერობის კანდიდატს. ერთწინადადებიანი ანონსი გვიან ღამით გამოქვეყნდა მმართველი პარტიის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. კომენტარებიდან ჩანს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობამ ანონსზე გამოსახული სილუეტი აღიქვა კახა კალაძედ და შესაბამისად, იმის დასტურად, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი ისევ კალაძე იქნება. три თბილისის მოქმედმა მერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბოლო თვეებში არცერთხელ არ გასცა კონკრეტული პასუხი მედიის შეკითხვებს, იყრის, თუ არა კენჭს მეორე ვადით. კონკრეტულ კანდიდატზე არც პარტიის სხვა ლიდერები საუბრობდნენ, თუმცა, აცხადებდნენ, რომ კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს და პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, საბოლოო გადაწყვეტილება კი, თავად უნდა მიიღოს. ასევე ნახეთ პარტია კალაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, მერი კენჭისყრის გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს 2021 წლის მარტში, როცა ცნობილი გახდა, რომ კახა კალაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობს, მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ იგი მმართველი პარტიიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება. "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, აპრილში მიღწეული შეთანხმებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ...
წყარო

Elene

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 10 თვის წინ

Likuna,,

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nuki

თბილისი
  • 2 დღის წინ

Deko

თბილისი
  • 5 დღის წინ

Alina & alina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ela

რუსთავი
  • 3 დღის წინ

Irinka

თბილისი
  • 30 წუთის წინ

Nata

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 38 წუთის წინ

Natasa

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Natasha

თბილისი
  • 7 დღის წინ