თუ სწრაფად მოიმატებს შემთხვევები, საწოლფონდის კუთხით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას - გაბუნია

ბოლო პერიოდში 2 ათასამდე შემთხვევა გვაქვს კორონავირუსის. 18 ათასი მიმდინარე შემთხვევაა და მობილიზებულია 6 ათასამდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. თუმცა, მისი განმარტებით, თუ სწრაფად და ინტენსიურად მოიმატებს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი, საწოლფონდის კუთხით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას. "გასულ პერიოდში აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს. მიმდინარე პერიოდში, ტურიზმის განვითარებიდან გამომდინარე, სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივ არის მობილიზებული ამ ეტაპზე და აქტიურად მიდის მუშაობა, რომ საწოლფონდი მობილიზდეს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ დადასტურებულია 390 945 შემთხვევა. ვირუსს ჯამში 5592 პირი ემსხვერპლა, 367 130 კი გამოჯანმრთელდა....
წყარო

Niniko

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Natasha pozitiuri gogo

ქუთაისი
  • 6 საათის წინ

Matilda

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 13 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teo teo

თბილისი
  • 18 საათის წინ
  • VIP

Salo

თბილისი
  • 7 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natasha

თბილისი
  • 15 დღის წინ

Ele

თბილისი
  • 12 დღის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Anka

ბათუმი
  • 15 დღის წინ