როდის დასრულდება პანდემია? - ეს თქვენზეა დამოკიდებული - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე მოსახლეობას მიმართავს. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან და მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე, ასევე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჰენრი კლუგეს მიმართვას ჯანმოს საქართველოს ოფისი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან. პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს. თუმცა, გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით. როდესაც მთელს რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა. ახლა, ჯანდაცვის სისტემებზე, სკოლაზე, საარსებო წყაროებზე, ეკონომიკებზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ერთწლიანი ზეწოლის შემდეგ, იგივე შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია. ევროპის რეგონში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, ამავდროულად კი ვრცელდება შეშფოთების გამომწვევი ძალიან გადამდები ვარიანტები. ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება, რაც იწვევს კოვის-19-ის შემთხვევების ზრდას; მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, რომ ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ. ამ მიზნის მისაღწევად, რამოდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში - ეს არის ვაქცინა. მეორე, თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ. უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს კოვიდ-19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავების რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე. მოერიდეთ დახურულ და ხალხმრავალ სიცვრეებს. შეხვდით ადამიანებს გარე სიცვრეებში, ან ღია და კარგად ვენტილირებულ სივრცეებში, ამით ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად დავუშვებთ დიდი სპორტულ ღონისძიებები და ...
წყარო

ნინი

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Нора

თბილისი
  • 21 წუთის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Кира

თბილისი
  • 15 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 54 წუთის წინ

Oksana

თბილისი
  • 17 დღის წინ

Natasa

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Salome

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 14 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 12 დღის წინ

Anukaa

ბათუმი
  • 56 წუთის წინ
  • VIP

Tamta

თბილისი
  • 10 საათის წინ