ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს, მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს ოფიციალურად წარადგენს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე იქნება. მმართველი პარტია ამ დრომდე ოფიციალურად არ ასახელებს საკუთარი კანდიდატის ვინაობას, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათი რჩეული არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ოპოზიციის ნაწილი, კახი კალაძის საქმიანობას პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნევენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ დედაქალაქის მოქმედ მერს საზოგადოებაში მაღალი რეიტინგი აქვს და შესაბამისად თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის სერიოზული კონკურენტი იქნება. “მე არ ვუყურებ კახა კალაძეს როგორც კორუფციონერს და დამნაშავეს. ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციამ კახა კალაძე იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ნებისმიერი ნებისმიერი ჩვენთაგანის, ოპოზიციიდან. რამე უნდა მოიფიქროს ყოველ შემთხვევაში, მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო,” – განაცხადა “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ. ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ “ოცნების” კანდიდატად კვლავ კახა კალაძის დასახელება არავის გაუკვირდება. “4 წლის განმავლობაში სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა, მე რომ მკითხო, არაფერი გაუკეთებია რეალურად ქალაქისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მოსწონს ეს ხალხს პრანჭვა-გრეხა სელფის ჯოხთან,” – განაცხადა “მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძეს ჩაცმულობის მხრივ კარგი გემოვნება აქვს. “სიმართლე გითხრათ, ლამაზად და ევროპულად იცვამს, უამრავი წითელი, ყვითელი პიჯაკები, შარვლები, ქუდები აქვს ნაყიდი და ჩაუწვა ეს საქონელი. სანამ ეს ხელისუფლება იქნება და ეს მოთარეშე ბრბო იქნება ქუჩაში, ამ ტანსაცმლით თავს ვერ გამოყოფს, დაუობდება,” – განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნების” კანდიდატის ოფიციალური წარდგენა დღეს 20:00 საათზეა დაგეგმილია. ოფიციალური ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართება. ტერიტორიაზე ამ ღონისძიების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია....
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 16 თვის წინ

Ananoo

თბილისი
  • 1 საათის წინ

Likuska

თბილისი
  • 1 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 დღის წინ
  • VIP

Salome

თბილისი
  • 25 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 4 თვის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 15 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 5 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 7 დღის წინ