სასამართლომ კაპიტოლიუმზე შეტევის საქმეში გამოიტანა პირველი განაჩენი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სასამართლომ აშშ-ში რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯა ფლორიდის შტატის მცხოვრებს - კაპიტოლიუმზე შეტევის მონაწილეს. პოლ ჰოჯკინსი პირველი ბრალდებულია, რომელსაც რეალური თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრეს. ჰოჯკინსმა აღიარა დანაშაული, რომ წინააღმდეგობა გაუწია ოფიციალურ პროცესს - აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის დამტკიცების შესახებ კონგრესის სხდომას. გამოძიების თანახმად, ჰოჯკინსი არეულობის დროს შევიდა კაპიტოლიუმის შენობაში, გადაიღო სელფი სენატის სხდომათა დარბაზში და გაუგზავნა მეგობრებს. პირველი განაჩენი კაპიტოლიუმზე შეტევის საქმეში გამოიტანეს ივნისში. სასამართლომ პირობითი სასჯელი გამოუტანა ინდიანის შტატის მცხოვრებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები წელს, 6 იანვარს შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში მას მერე, რაც ტრამპმა მანამდე თეთრი სახლის მახლობლად განმეორებით გამოაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა. ეს მტკიცებები სასამართლოებს არ დაუდასტურებიათ. პოლიციასთან შეტაკების შემდეგ ბრბო შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც მიმდინარეობდა სხდომა, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა ბაიდენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე. კანონმდებლები შენობიდან ევაკუირებულ იქნენ. შეტაკებისას დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის კონგრესის პოლიციელი. აშშ-ის კონგრესმა გამოაცხადა, რომ შექმნიდა დამოუკიდებელ კომისიას, რომელსაც უნდა გამოეძიებინა კონგრესზე იერიში. რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ამ წინადადებას უარი უთხრეს. კაპიტოლიუმზე შეტევის საქმეში 500-მდე პირი გადის. ...
წყარო

Mariko

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tekla

თბილისი
  • 27 წუთის წინ

Sofi

ქუთაისი
  • 9 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 8 დღის წინ

Katia

თბილისი
  • 1 საათის წინ

Natuka

თბილისი
  • 5 წუთის წინ

Anano da nita

ბათუმი
  • 17 წუთის წინ

Natali

თბილისი
  • 5 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Samantha

თბილისი
  • 8 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 8 დღის წინ