ზელენსკის ენგურის ხიდზე ჩასვლას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 ივლისს ენგურის ხიდზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ზელენსკის თავისი ამომრჩევლებისთვის ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯის ჩვენება სურს: „უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი "გაეცნო უსაფრთხოების სიტუაციას საზღვარზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან" და გამოთქვა შეშფოთება, რომ "რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთში იზრდება და ადამიანის უფლებები ირღვევა". ამას გარდა, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა და საქართველო წამყვან საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ერთიანნი არიან თავიანთ განზრახვებში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ზელენსკის გუნდის ამ ინიციატივაში ძნელად მოიძებნება რაიმე ლოგიკა და საღი აზრი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უკრაინის ლიდერის სურვილს, აჩვენოს თავის ამომრჩეველს "ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლის" იმიჯი. თუ ზელენსკიმ სერიოზულად გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის დარეგულირებისა და გაუმჯობესების თავისი რეცეპტები გაეზიარებინა?“, - აღნიშნულია განცხადებაში. სოხუმში ამბობენ, რომ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, აფხაზეთ-რუსეთის ორმხრივი შეთანხმებით რეგულირდება, არ ეხება საქართველოს ტერიტორიას და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. განცხადების მიხედვით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოცანად რჩება ისიც, რა ჰქონდა მხედველობაში უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობდა: „ზელენსკის ღიად პროვოკაციული პოლიტიკა დონბასის რესპუბლიკების მიმართ, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც კიევმა განზრახ სცადა საომარი მოქმედებების პროვოცირება სამხრეთ-აღმოსავლეთში, ნათლად აჩვენებს, თუ რა მიდგომა აქვთ ზელენსკის გუნდს კონფლიქტების მოგვარებასთან. უნდა ავუხსნათ, რომ ასეთი ტაქტიკის გამოყენების მცდელობები აფხაზეთის რესპუბლიკაში სრულიად მიუღებელია და მკაცრად აღიკვეთება?“, - კითხულობს დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ უკრაინის ლიდერებს, ქართველ კოლეგებთან ერთად, უნდა ახსოვდეთ, რომ ფსონს „კონფრონტაციაზე“ წარმატების შანსი არ აქვს: „პერსპექტივა არ აქვს არც მიღწეული შეთანხმებების გადახედვისა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების დაბლოკვის მცდელობებს. რევანშიზმის უარყოფისა და არსებული პოლიტიკური რეალობის აღიარების გარეშე, შეუძლებელია სრულმასშტაბიანი დარეგულირების პროცესის დაწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, ყველა სხვა პოლიტიკური მანევრი პრობ...
წყარო

Irina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Samantha

თბილისი
  • 11 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Knutiko

რუსთავი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 5 საათის წინ

Elena

ბათუმი
  • 11 დღის წინ

Domina

თბილისი
  • 14 დღის წინ

Виола

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 9 დღის წინ