Reuters-ი: აშშ და გერმანია ახლოს არიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარშემო შეთანხმებასთან

აშშ და გერმანია ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, მოაგვარონ უთანხმოება მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარშემო. მილსადენით რუსეთის გაზი უნდა გადაიქაჩოს გერმანიაში. მიღწეული შეთანხმების შესახებ გამოცხადდება უახლოეს დღეებში, - იტყობინება სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით. აშშ წინააღმდეგია მილსადენის მშენებლობის დასრულებისა და მისი ამოქმედებისა, რადგან თვლის, რომ გაიზრდება ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე და უკრაინა დაკარგავს მრავალმილიარდიან შემოსავალს, რომელსაც ის იღებს რუსეთისგან თავის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის სატრანზიტო გადასახადიდან. შეთანხმება, რომლის შესახებ მომავალ დღეებში გამოქვეყნდება, ააცილებს მილსადენის მშენებლებს და ოპერატორებს აშშ-ის სანქციებს. Reuters-ის წყაროს ცნობით, მხარეები გამოაცხადებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლების საქმეში და უზრუნველყოფენ უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გერმანია ასევე აპირებს, მისცეს უკრაინას გაზის მიწოდების გარანტია იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი შეუწყვეტს აირის მიწოდებას. Reuters-ს უთხრეს, რომ ვაშინგტონს სურს წინასწარ დარწმუნდეს, რომ უკრაინა ასეთ შეთანხმებას მიიღებს. მაისში ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, არ შემოიღოს სანქციები მილსადენის ოპერატორის, Nord Stream 2 AG-ისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ბაიდენის თანახმად, ეს აშშ-ის ინტერესებშია მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დაარღვია აშშ-ის კანონი სანქციების შესახებ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ ამერიკელი კანონმდებლები, რომლებიც სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ...
წყარო

Vip gogo

თბილისი
  • 51 წუთის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 საათის წინ

Alina & alina

თბილისი
  • 12 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 5 დღის წინ

Sofa

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nata

ქუთაისი
  • 11 დღის წინ

Gvanci

თბილისი
  • 41 წუთის წინ

Ancho

თბილისი
  • 15 საათის წინ

Sema

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lena

ბათუმი
  • 18 საათის წინ