5 ივლისს "TV პირველის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ 5 ივლისს "TV პირველის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, "TV პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე ფაქტზე 2 პირი 14 ივლისს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრბა ემუქრებათ. 5 -6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე - 22 პირი; "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი; 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. ...
წყარო

Aleksandra

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mersi

თბილისი
  • 16 დღის წინ

Mia

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nanuka

თბილისი
  • 17 საათის წინ

Anano

ბათუმი
  • 5 საათის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 12 საათის წინ

Sofa

თბილისი
  • 6 დღის წინ

Ela

თბილისი
  • 20 საათის წინ
  • VIP

Lizi da nini

ბათუმი
  • 5 საათის წინ
  • 100%

Anitta

თბილისი
  • 2 დღის წინ