ქაბულის ცენტრში რაკეტები ჩამოვარდა პრეზიდენტის სადღესასწაულო მიმართვის წინ

ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, სულ მცირე, სამი რაკეტა ჩამოვარდა ქაბულის ცენტრში ცოტა ხნით ადრე, სანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი მაჰმადიანური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის გამო სიტყვით გამოვიდოდა. რაკეტები დაეცა კარგად გამაგრებული მწვანე ზონის გარეთ. ამ ზონაში პრეზიდენტის სასახლე და საელჩოებია განთავსებული. ამის თაობაზე 20 ივლისს განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მირვეის სთანიქზაიმ. მისივე ცნობით, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პასუხისმგებლობა რაკეტების დაშენისთვის არავის უკისრია. დილის ამ თავდასხმის შემდეგ ხალხს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რომელმაც დაადანაშაულა თალიბანი „მშვიდობის დამყარების განზრახვის და მისთვის მზადების უქონლობაში“. ქაბულის ინციდენტის ფონია თალიბანის ფართომასშტაბიანი იერიში ავღანეთში, სადაც მათ ქვეყნის თითქმის ნახევარი დაიკავეს აშშ-ის და საერთაშორისო ჯარების გასვლის პარალელურად. მოელიან, რომ უცხოეთის ჯარების გასვლა დასრულდება აგვისტოს ბოლოს. თალიბებსა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ორდღიან მოლაპარაკებას ყატარში შედეგი არ მოჰყოლია. მათ ასევე ვერ მოახერხეს დღესასწაულის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწიათ, თუმცა გამოაცხადეს, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება. ...
წყარო

Ananoo

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nica

ბათუმი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 7 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 1 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • VIP

Ani

თბილისი
  • 3 საათის წინ

Sofiya

ბათუმი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Anano

ბათუმი
  • 42 წუთის წინ

молодая

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 დღის წინ