სალომე სამადაშვილი: მე ვფიქრობ, შარლ მიშელის განცხადებები საკმაოდ მკვეთრი იყო

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ არ იზიარებს ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებები საკმარისად მკვეთრი არ იყო. „მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკვეთრი იყო მისი განცხადებები იმ თვალსაზრისით, რომ მან თქვა, რომ ირღვევა შეთანხმება გარკვეულ პუნქტებთან მიმართებაში, მან თქვა ის, რომ ევროკავშირის დახმარების საკითხი, კონკრეტული მაკროფინანსური დახმარების საკითხი შესაძლოა გადაიხედოს იმიტომ, რომ არ ასრულებს ხელისუფლება აღებულ ვალდებულებებს და ეს, ვფიქრობ, რომ არ არის მარტივი განაცხადი იმ კონფერენციაზე, რომელზეც ის ჩამოსული იყო“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, არ იყო ბალანსის დაცვა ადვილი, როდესაც იგი, ერთი მხრივ, ჩამოვიდა იმ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, სადაც „ზარ-ზეიმით“ უნდა აღნიშნულიყო სამი ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი დასაწყისი და, მეორე მხრივ, კრიტიკული ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების მისამართით. სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ შარლ მიშელმა ეს ბალანსი დაიცვა. „დანარჩენი, რაც შეეხება ოპოზიციასთან საუბარს უშუალოდ, მას ძალიან კარგად ესმის ის, რომ ადგილობრივი არჩევნები არის გადამწყვეტი პოლიტიკური მომენტი და ამიტომ ისიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამ არჩევნებში და დანარჩენი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ ოპოზიცია როგორ და რანაირად დალაგდება იმგვარად, რომ ჩვენ მივიღოთ ის შედეგი, რაც გვინდა ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „დილის საუბრებში“. три ბათუმში 19 ივლისს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის იყვნენ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ასევე ნახეთ "გაშვებული შესაძლებლობა" თუ "ყველა ვალდებულება სრულდება" - რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ? ...
წყარო

Mari

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ela

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tata

რუსთავი
  • 7 საათის წინ
  • VIP

Tako

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Ancho

თბილისი
  • 11 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 17 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 13 დღის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 13 დღის წინ

Ira

თბილისი
  • 9 საათის წინ

Gvanca

თბილისი
  • 3 საათის წინ