პაატა იმნაძე: არავიზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები

საქართველოში დღეს არსებულ ეპიდსიტუაციას საკმაოდ დაძაბულს უწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ თქვა, რომ მოქმედი წესების დაცვის გარდა, ერთი გზაა - „ვაქცინა არის, უნდა ავიცრათ“. მედიის შეკითხვას, რატომ არ შესრულდა ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გახსნის დაპირება და უკავშირდება თუ არა ეს იმას, რომ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა ვერ შემოვიდა, პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ ქვეყანას დღესაც აქვს მილიონ-ნახევარი ვაქცინა: „მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი "ჰუალინგში" შეგიძლიათ წაბრძანდეთ და ნახოთ. მაგრამ დანარჩენი?! სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ჯერჯერობით ის ადგილები, რომელიც გამოყოფილია ვაქცინაციისთვის. ეს არის ჩვენი უბედურება დღეს. რომ ვიძახოდით, არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა... ეხლა ვაქცინა ხო ბევრია. თორმეტი ათასამდე ადამიანი დღეს აიცრება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ხვალ ჯავშნებს რომ ვუყურებთ, ამის ნახევარია დაჯავშნული“. შეკითხვას, ხომ არ იწვევს ამ ვითარებას ის, რომ მოსახლეობას არ უნდა ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აცრა და ამერიკულ „ფაიზერს“ ელოდება, პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ თუ მისი არ სჯერათ, ყველა კოლეგა, „ვისაც ცოტა ჭკუა მოეკითხება“, ამბობს, რომ მთავარი დაცვაა, ადამიანი არ მოხვდეს რეანიმაციაში და არ გარდაიცვალოს: „ეს არის ყველა ვაქცინის დაცვა და ეს დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს. არის რაღაცა პატარა განსხვავება სიმპტომატურ მიმდინარეობაში, სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქცინები. არავიზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც სინოფარმით არიან, ჩემი სიძეებიც აცრილები“. ასევე ნახეთ როგორ გადანაწილდა 28 000 დოზა „ფაიზერი“ - ჯანდაცვის სამინისტროს ვერსია საქართველომ ამერიკული „ფაიზერის“ ვაქცინების პირველი პარტია, 28 000 დოზა 13 ივლისს მიიღო. ამ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 14 ივლისს დაიწყო და ყველა ჯავშანი საკმაოდ სწრაფად შეივსო. მეორე პარტიის ჩამოსვლის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. აცრის მსურველებისთვის ამ დროისთვის თავისუფლადაა ხელმისაწვდომი ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. ასევე, ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. საქართველოში 15 მარტიდან გაკეთებულია 368 179 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 132 207 მოქალაქე. გასულ 24 საათში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 2616 შემთხვევა, რაც ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ...
წყარო

Ele

თბილისი
  • 6 დღის წინ

Elene

ბათუმი
  • 17 საათის წინ

Нора

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Likuna

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 15 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 1 საათის წინ

nuro masaji

თბილისი
  • 4 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 14 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 15 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 11 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 5 დღის წინ