“გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე – სიცრუეზე; ღირსება – უპრინციპობაზე; ერთგულება – ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი – ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე…”

იწყება საარჩევნო კამპანია – გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე – სიცრუეზე; ღირსება – უპრინციპობაზე; ერთგულება – ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი – ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე – სიბნელეზე; დასავლეთი – ჩრდილოეთზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. „მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პარტიის ლიდერებს, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები ღრმად პატივცემულ სტუმრებს – ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიით ადევნებენ თვალყურს დღევანდელ ღონისძიებას – ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ შეხედულებებისა, მივესალმები „ქართული ოცნების“ 40 ათასზე მეტ წევრს. ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით იწყება საარჩევნო კამპანია. თითოეული პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემო. „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ქალაქებისა და რეგიონების განვითარება; როგორ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება ქალაქებსა და სოფლებში; როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქალაქგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო; როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა; როგორ უნდა გაფართოვდეს მუნიციპალური სოციალური სერვისები. მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას გააცნობს ხედვებსა და გეგმებს თითოეულ ამ საკითხზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი. გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გ...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Лола

ბათუმი
  • 12 საათის წინ
  • VIP

Mosikvaryle

თბილისი
  • 5 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 16 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 2 საათის წინ

თათო

ქუთაისი
  • 9 დღის წინ
  • VIP

Kristi

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Dea

თბილისი
  • 10 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 5 დღის წინ

Irinkaa

ბათუმი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Nitaa

თბილისი
  • 5 საათის წინ