პაატა იმნაძე: მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსასწორებლად, მათ შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესამცირებლად, მოსახლეობის ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი მათ უგულებელყოფს. ამ მხრივ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან გამოყო მასობრივი სოციალური ღონისძიებები და აღნიშნა, რომ ქელეხები და ქორწილები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება: „მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. მე სამწუხაროდ კონკრეტული მაგალითებიც შემიძლია, უბრალოდ ვერ დავასახელებ იმიტომ, რომ ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაციები, თორემ ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა. ეს ეხლახანს მოხდა ერთ-ერთ რაიონში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად არსებული რეგულაციების დაცვა სავსებით საკმარისია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ არ იცავს. „არიან ადამიანები, ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. იღუპებიან ჩვენი ახლობლები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნათესავები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. 20 ივნისს კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ახალ პიკს მიაღწია. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი, გამოვლინდა კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი, 1557 თბილისშია. 20 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი. საქართველოში ამჟამად ვაქცინაცია შესაძლებელია 4 დასახელების ვაქცინით: "სინოფარმით", სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით". ...
წყარო

Leka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Miranda

თბილისი
  • 2 საათის წინ

Sofi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 3 საათის წინ

Mariami

თბილისი
  • 24 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 3 დღის წინ

Marisha

თბილისი
  • 14 დღის წინ

S a l i

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Anka

თბილისი
  • 6 დღის წინ
  • VIP

Tata

რუსთავი
  • 54 წუთის წინ

Tata

ბათუმი
  • 10 თვის წინ