პუტინის რეზიდენციასთან საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობს ძვირადღირებული ობიექტების მშენებლობა

მოსკოვის ოლქში, ნოვო-ოგარიოვში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად გამალებული ტემპით მიმდინარეობს შენობების კომპლექსის მშენებლობა, რომლის ღირებულება 20-50 მილიარდ რუსულ რუბლად ფასდება. „მბხ მედიას“ საგამოძიებო მასალის თანახმად, საიდუმლო ვითარებაში მიმდინარე სამშენებლო ობიექტებს შორისაა ყინულის მოედანი, სამკურნალო ცენტრი და სასტუმრო-პანსიონატი. ეს ყველაფერი, თავად მშენებლებისა და დაცვის წევრთა სიტყვებით, „სარეჟიმო ობიექტებს“ წარმოადგენს. მოსკოვის ოლქში მდინარე მოსკოვის ნაპირზე მიმდინარე საიდუმლო მშენებლობის საერთო ფართობი 107 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს და ადრე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი მიწის ეს ფართობი, 2020 წლის გაზაფხულზე რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის სარგებლობაში გადავიდა „თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ ფედერალური საჭიროებისთვის. ამასთან, გამოცემა „მბხ მედიამ“ ვერ შეძლო ამ ობიექტის მოიჯარადრე კომპანიებსა და რუსეთის დაცვის ფედერალურ სამსახურს შორის არსებული კონტრაქტების აღმოჩენა. უცნობია, თუ ვისთვის შენდება რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად ძვირადღირებული ყინულის მოედანი, სასტუმრო კომპლექსი და საავადმყოფო. დმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჟურნალისტების შეკითხვაზე ორჯერ აღნიშნა, რომ „არაფერი იცის ამ მშენებლობის შესახებ“. ...
წყარო

Dadusha

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofi

ქუთაისი
  • 15 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 14 დღის წინ
  • NEW

Sofo

თბილისი
  • 16 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 42 წუთის წინ

Mopereba

თბილისი
  • 10 საათის წინ

Qeta

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ananoo

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 10 საათის წინ