„დემოკრატიის ინდექსი“: პარლამენტში შს მინისტრის მოსმენის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა

„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ კონსტიტუციის დარღვევად აფასებს „პრაიდის კვირეულში“ მომხდარ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებასთან დაკავშირებით შს მინისტრის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შეწყვეტას. ორგანიზაციის თანახმად, მოსმენის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, რაც ქმნის განცდას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის თვითნებობის გადაფარვას ცდილობს. „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სხდომაზე მინისტრის მოსმენის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნის შემცველი საპროტესტო ბანერებისა და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოების გამოფენა არის გამოხატვის ფორმა და იგი ხელს არ უშლიდა სხდომის წარმართვას. „უმრავლესობის ლიდერის განცხადებით პროტესტი ამორალური იყო და არსებული დესტრუქციის ფონზე საქმიანი პროცესის გაგრძელება შეუძლებლად მიიჩნია. იგივე პოზიცია გააჟღერა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფის სურვილი კითხვა-პასუხის რეჟიმის გაგრძელება იყო, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა შეწყვიტა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა. პროცედურულად შინაგან საქმეთა მინისტრმა თავად მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე წარმდგარიყო პლენარული სხდომის წინაშე, რითაც პარლამენტს გაუჩნდა ვალდებულება მოესმინა მინისტრისთვის. ეს კონსტიტუციური ვალდებულება არ შეასრულა. სხდომის ამ საფუძვლითა და ფორმით შეწყვეტის მექანიზმს კანონმდებლობა არ იცნობს და მმართველი პარტიის ინიციატივა, შემდგომ კი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება სცდება კონსტიტუციითა და რეგლამენტით დადგენილ წესს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიული პროტესტის მინისტრის მოსმენის შეწყვეტის საბაბად გამოყენება ქმნის განცდას, რომ მათ არ სურდათ 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის ჩატარება. „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ შეფასებით, ამ მოსაზრებას ადასტურებს ისიც, რომ 5 ივლისის შემდეგ ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრი არც კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს. „მსგავსი პრეცედენტები ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მის საკონტროლო უფლებამოსილებებს და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე ნახეთ ვახტანგ გომელაურის მოსმენა გადაიდო 18 ივლისს პარლამენტში შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, მისი მოხსენება უნდა შეხებოდა 5-6 ივლისს თბილისში მიმდინარე პროცეს...
წყარო

Elza

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

Нора

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • VIP

Miranda

თბილისი
  • 8 საათის წინ

Irina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 22 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 14 საათის წინ

Dominantka!

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

Ekako transi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nica

ბათუმი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Nita

თბილისი
  • 8 საათის წინ

Deko

თბილისი
  • 15 საათის წინ