“კახა კალაძე, მერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ამ არჩევნებზე თბილისის მერად ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო არის ფავორიტი, თუ …”

კახა კალაძე, მერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ამ არჩევნებზე თბილისის მერად ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო არის ფავორიტი, თუ ოპოზიციამ მართლა რამე არ მოიფიქრა, უფრო სერიოზული, ვიდრე ადამიანების შერჩევაა, რომელიც ინდივიდუალურად მოუგებს კახა კალაძეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ თბილისის მერის არჩევნებზე, კახა კალაძეს კონკურენცია გაუწიოს. „ოპოზიცია, თბილისის მერის არჩევნებისთვის, ბევრად მომზადებული უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. თბილისის არჩევნებზე დომინაცია გავლენას მოახდენს შედეგზე. „ქართული ოცნება“ სწორად და რაციონალურად იქცევა, რომ თავის, ყველაზე ძლიერ კანდიდატს, მთავარ საბრძოლო ადგილას აყენებს. ოპოზიცია უნდა ემზადებოდეს იმისთვის, რომ ადამიანები მიიყვანოს არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარეს, კახა კალაძის ცნობადობა და ავტორიტეტი დგას, მეორე მხარეს იდგეს შესაბამისი იდეა, რომელიც ამას გადაწონის. ეს არის სწორი მიმართულება, მაგრამ ამის სანაცვლოდ მე ხომ ვიცი, ოპოზიცია რას გააკეთებს, – ისევ ემოციური გამოსვლები, ქოცების ლანძღვა-გინება, აქტიური საარჩევნო კამპანია, რომ სხვებს ყურადღეება არ დარჩეთ. პირობითად, რა მოხდა იმ დღეს პარლამენტში – შევიდა „ნაცმოძრაობა,“ იხმაურა, მოაწყო კონცერტი, ჩაიშალა სხდომა. იმ დღეს იყვნენ „ქოცები“ და „ნაცები,“ მეტი არავინ. ეს არის სტრატეგია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ....
წყარო

Maria

თბილისი
  • 13 დღის წინ

ლიკა

თბილისი
  • 15 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 14 საათის წინ

Keke

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 12 საათის წინ

Leka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 18 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 10 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 6 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 1 დღის წინ