ქართული და ამერიკული სარდლობები მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ

საქართველო ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ემზადება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის Agile Spirit (მტკიცე სული), რომელიც წელს მეათედ ჩატარდება ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-მდე სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. სამხედრო წვრთნას, რომელიც 26 ივლისს დაიწყება, ატარებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ევროპის და აფრიკის სარდლობა. три Agile Spirit 2021-ის შესახებ დღეს, 21 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ. სწავლება, რომლის დევიზია „ძალა პარტნიორობაშია“, მიზნად ისახავს წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო ძალების მზადყოფნის და ურთიერთთავსებადობის გაზრდას და უსაფრთხოების სფეროში რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას. აშშ-ის ევროპის და აფრიკის სარდლობის ინფორმაციით, წვრთნების სცენარი მოიცავს სამეთაურო და საველე სწავლებებს. წლევანდელ წვრთნაში, რომელიც 6 აგვისტომდე გაგრძელდება, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის ძალების სამხედროების გარდა მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები. Agile Spirit 2021-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია 26 ივლისს გაიმართება სენაკის საავიაციო ბაზაზე. საველე, საჰაერო დესანტის და ბატალიონების წვრთნები ვაზიანის ბაზაზე ჩატარდება, ხოლო დახურვის ცერემონია - 6 აგვისტოს, ორფოლოს პოლიგონზე. ...
წყარო

Lena

ბათუმი
  • 13 საათის წინ

Vika vikush

თბილისი
  • 6 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 4 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 16 დღის წინ

Ancho

თბილისი
  • 19 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 13 თვის წინ

Janna

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Maka

თბილისი
  • 19 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 18 საათის წინ

Viktorya

თბილისი
  • 13 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 13 დღის წინ